ავტორიზაცია

"ამდენი ლიგა აქვს მოგებული და სუპერლიგაში არ იქნება?", - გვარდიოლას პირველი კომენტარი ახალ ტურნირზე

"ამდენი ლიგა აქვს მოგებული და სუპერლიგაში არ იქნება?", - გვარდიოლას პირველი კომენტარი ახალ ტურნირზე
თარიღი 20 აპრ 2021, 17:32

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ისაუბრა.

„სუპერლიგის გარშემო შექმნილ ვითარებაზე უნდა ილაპარაკონ ადამიანებმა, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებელნი. მათ მაქსიმალურად სწრაფად უნდა აუხსნან მთელ მსოფლიოს, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. 

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ თუ ხუთჯერ აქვს მოგებული, მაგრამ სუპერლიგაში არ იქნება? ამ ყველაფრის აზრი უნდა აგვიხსნან. ყველა კლუბი საკუთარ პოზიციას იცავს.

ნუ იქნებით ცინიკურები. ყველა საკუთარ ინტერესებს იცავს. როცა საუბარი პრემიერ ლიგასა და უეფაზეა საუბარი, ყველა რა თქმა უნდა თავის ინტერესებზე ზრუნავს. უეფამ დიდი წარუმატებლობა იწვნია. მათ კლუბებთან გაცილებით ადრე უნდა ეთანამშრომლათ. ჯერჯერობით სრულ ინფორმაციას არ ვფლობ, რათა ამ სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოვთქვა.“ - ციტირებს პეპის სიტყვებს Daily Express.