ავტორიზაცია

ლივერპული დაინტერესდა ფორვარდით, რომელმაც 2 მატჩში 4 გოლი გაუტანა

ლივერპული დაინტერესდა ფორვარდით, რომელმაც 2 მატჩში 4 გოლი გაუტანა
თარიღი 20 აპრ 2021, 17:36

„ლივერპული“ აგრძელებს ვარიანტების ძიებას, რომლითაც საკუთარი შეტევის ხაზის გაძლიერებას მოახერხებს.

Football Insider-ის ინფორმაციით, წითლებმა საკუთარი ყურადღება „ასტონ ვილას“ ფორვარდზე, ოლი უოტკინზე გაამახვილეს, კლუბი მისი შეძენის ვარიანტს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განიხილავს.

იწერება, რომ ამ ფეხბურთელს ყურადღება მერსისაიდელებმა მისი სისწრაფისა და კარზე დაგეშილობის გამო გაამახვილეს.

უოტკინსი „ასტონ ვილაში“ „ბრენფტფორდიდან“ გასულ ზაფხულს გადავიდა. ბირმინგემულმა კლუბმა ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ თავისთვის სარეკორდო 30 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამ სეზონში, უოტკინსმა „ლივერპულს“ ორ მატჩში 4 გოლი გაუტანა.