არგენტინა და ესპანეთი, ბრაზილია და გერმანია - ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჯგუფები ცნობილია

21 აპრილს ფიფას შტაბ-ბინაში შედგა საფეხბურთო ტურნირის კენჭისყრა, რომელიც ზაფხულში, ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართება.
ჯგუფი A: იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, საფრანგეთი
ჯგუფი B: ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, ჰონდურასი, რუმინეთი
ჯგუფი C: ეგვიპტე, ესპანეთი, არგენტინა, ავსტრალია
ჯგუფი D: ბრაზილია, გერმანია, კოტ-დიუვარი, საუდის არაბეთი.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები 21 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, იაპონიაში გაიმართება. ოლიმპიადა გასულ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, 2020 წლის 24 მარტს, ის ერთი წლით გადადო.
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში არის ბრაზილიის ნაკრები - 2016 წელს რიოში გამართული ჩემპიონატის ფინალში გუნდმა გერმანიას პენალტების სერიაში მოუგო.