ავტორიზაცია

VIDEO: ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ, შალკეს ფანები ფეხბურთელებს დაესხნენ თავს - ზოგმა, თავს გაქცევით უშველა

თარიღი 21 აპრ 2021, 17:10

„შალკეს“ გულშემატკივრები გუნდის ფეხბურთელებს ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ თავს დაესხნენ.

იმ მატჩის შემდეგ, როცა გუნდის გავარდნა ოფიციალურად დადასტურდა, ქომაგები გუნდის საშინაო სტადიონის წინ შეიკრიბნენ და როცა იქ „შალკეს“ ავტობუსი მივიდა, ფეხბურთელებს დაესივნენ, ბევრ მათგანს თავის გაქცევით გადარჩენა მოუწია.

ცნობისთვის, „შალკე“ უმაღლესი დივიზიონიდან 1988 წლის შემდეგ პირველად გავარდა - მაშინ, გუნდმა მეორე დივიზიონშ სამი წელი გაატარა და ელიტაში 1991 წელს დაბრუნდა.