ავტორიზაცია

სიტი 10 კაცითაც შეუჩერებელია - გვარდიოლას გუნდმა ასტონ ვილას სტუმრად მოუგო [VIDEO]

სიტი 10 კაცითაც შეუჩერებელია - გვარდიოლას გუნდმა ასტონ ვილას სტუმრად მოუგო [VIDEO]
თარიღი 22 აპრ 2021, 01:22

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ასტონ ვილას“ 2:1 მოუგო.

მატჩის პირველივე წუთზე ბირმინგემული გუნდი მაკგინის გოლით დაწინაურდა, რომელსაც საგოლე გადაცემა უოტკინსმა გაუკეთა.

„წონასწორობა“ „სიტიმ“ 22-ე წუთზე, ფოდენის გოლით აღადგინა, 40-ზე კი როდრიმ გვარდიოლას გუნდი წინაც გაიყვანა.

მატჩის 44-ე წუთზე, პირდაპირი წითელი ბარათი ჯონ სტოუნსმა მიიღო და „სიტი“ 10 კაცით დარჩა, თუმცა ამან გუნდს მატჩის ბოლომდე ანგარიშის შენარჩუნებაში ხელი ვერ შეუშალა.

შედეგად, „სიტიმ“ 77 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „მან.იუნაიტედს“ 11 ქულით უსწრებს, თუმცა სოლსკიაერის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.