ავტორიზაცია

ბენზემას დუბლი და ოდრიოსოლას სადებიუტო გოლი - რეალმა კადისი გაანადგურა [VIDEO]

ბენზემას დუბლი და ოდრიოსოლას სადებიუტო გოლი - რეალმა კადისი გაანადგურა [VIDEO]
თარიღი 22 აპრ 2021, 01:56

პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „კადისი“ 3:0 გაანადგურა.

შეხვედრაში დუბლი კარიმ ბენზემამ გაიფორმა - ერთი გოლი მან პენალტით გაიტანა, მეორე კი თავური დარტყმით.

კიდევ ერთი გოლი კი „კადისს“ ალვარო ოდრიოსოლამ შეუგდო, რომლისთვისაც ეს გოლი „რეალის“ რიგებში პირველი იყო.

ამრიგად, მადრიდის „რეალმა“ 70 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, თუმცა, ლიდერ „ატლეტიკოს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, „ბარსელონას“ კი - ორით. თავიანთი მატჩების მოგების შემთხვევაში, ეს გუნდები „რეალს“ მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითებენ.