"ვინც ფიქრობს, რომ სუპერლიგა მკვდარია - ძალიან ცდება", - ფლორენტინო პერესის ვრცელი ინტერვიუ
მადრიდის „რეალის“ და ჩაშლილი სუპერლიგის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ინტერვიუ ლაივ რეჟიმში.
02:05 „გუშინ, ძალიან ხანგრძლივი ღამე იყო. შუაღამის 1 საათამდე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით.“
„ალბათ, სუპერლიგის პროექტი კარგად ვერ ავხსენით. თუმცა, დღეს ამას გამოვასწორებ.
„რეალის“ და სუპერლიგის პრეზიდენტი? არა, არა! მხოლოდ „რეალის“ პრეზიდენტი საკმარისია.
02:08 „ძალიან იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ. შეიძლება ყველაფერი იმის ბრალია, რომ პროექტი სწორად არ ავხსენით.
ეროვნული ჩემპიონატები ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. ჩვენ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატის ჩანაცვლება გვინდოდა, იმიტომ რომ ის მოძველდა და აღარ მუშაობს.“
02:10 „სუპერლიგა აგვისტოში უნდა დაწყებულიყო და სეზონის ბოლოს დამთავრებულიყო. ის ფულს მოუტანდა როგორც დიდ, ისევე პატარა გუნდებს.
უეფას პრეზიდენტისა და ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელთა მხრიდან ასეთი რეაქცია არასდროს მინაახვს. ეს რაღაც გასაოცარი იყო.“
02:11 „ჩვენ მუქარები და შეურაცხყოფები მივიღეთ - ისე ჩანდა, თითქოს ფეხბურთი მოვკალით. არადა, წესით გადარჩენას ვუპირებდით.
პრემიერ ლიგის 6 გუნდიდან ერთ-ერთი პროექტში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და თავისი ეჭვები სხვასაც გადასდო.
02:12 ჩემპიონთა ლიგის მოქმედი სისტემა ვადაგასულია, ტურნირი საინტერესო მარტო მეოთხედფინალებიდან ხდება.
02:14 „თუ სუპერლიგა არ შედგა, სხვა რომელიმე ტურნირი მაინც აუცილებლად შედგება. ეს იყო საუკეთესო გზა ფულის გამოსამუშავებლად. თუმცა უამრავი ტყუილი ითქვა. თითქოს, შიდა ჩემპიონატებს ვანადგურებდით, ფეხბურთს ვკლავდით, სიმართლე აქედან არცერთია. ხალხი ტყუილებს ავრცელებდა იმიტომ, რომ დამარცხება არ სურდათ.“
02:16 „მანჩესტერის კლუბის მფლობელებმა მანიპულირებელი კამპანია წამოიწყეს და ამტკიცებდნენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატებს გავანადგურებთ.“
02:18 „გუნდები სუპერლიგიდან გავიდნენ იმიტომ, რომ უეფამ შოუ დადგა, რამაც გამაკვირვა. არ მინდა, უეფას პრეზიდენტთან კონფლიქტში ჩავება, მაგრამ ის უნდა ალაპარაკდეს. შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენ ატომური ბომბი გადმოვაგდეთ, მათ ასახსნელად დროც არ მოგვცეს.“
პრემიერ ლიგის გუნდების გასვლა არც ბორის ჯონსონის ბრალი იყო და არც ფანების - ეს უეფას და ფიფას მიერ განხორციელებულმა ზეწოლებმა გამოიწვია.“
🔥🔥02:19 „რეალი, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ამჟამად გამოსავლის ძიებაში არიან, ისინი პროექტიდან არ გასულან. ამჟამად, სუპერლიგა მოლოდინის რეჟიმზეა გადასული.“
02:20 ახალგაზრდა ფანები ფეხბურთს არ უყურებენ, მათ სხვა ჰობი აქვთ. არის მატჩები, რომლებსაც არავინ უყურებს - მათი ყურება ძალიან რთულია, ინგლისშიც, ესპანეთშიც და იტალიაშიც.“
02:22 „უეფას მიერ გაკეთებულმა შემოთავაზებამ გამაკვირვა. ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს და ყველაფერს განმარტავს.“
02:24 „ყოველთვის ერთიდაიგივე 15 გუნდი სუპერლიგაში? კარგით - „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ ევროტურნირებზე ყოველთვის გამოდიან, იგივე ხდება სერია ა-ს კლუბების შემთხვევაშიც.“ ჩემპიონთა ლიგის 2024 წლის ახალ ფორმატს ახსნა არ აქვს, მისი გაგება არავის შეუძლია. „იდიოტი არ ვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ჩემთვის სრულიად გაუგებარია.“
⚡02:25 „ძალიან რთულია, სუპერლიგაში ჩართო პატარა თურქული გუნდები, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სხვები აკმაყოფილებენ.“
02:28 „ლაპორტას ველაპარაკე, ბარსელონა ისევ ჩვენს გვერდითაა. კონტრაქტი გაფორმებულია და პრემიერ ლიგის გუნდები ასე მარტივად ვერ გავლენ. სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ ისინი სერიოზული ადამიანები არიან და ჩვენ გამოსავლის მოძიებას შევეცდებით.
02:30 „ამ დღეებში თავს მარტოსულად არ ვგრძნობ, მე არავის დავუტოვებივარ. „იუვენტუსს“ დღეს სამჯერ ვესაუბრე და მარტო არ ვარ. ყველამ ვილაპარაკეთ იმაზე, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ წინსვლა. ანიელის დღეს სამჯერ ვესაუბრე და სირცხვილი იქნება, თუ ეს ფორმატი ვერ დამკვიდრდა.“
🔴🔴02:33 „უეფასი ან ფიფასი არ მეშინია. არ მგონია, რომ სუპერლიგა იყოს პროექტი, რომლის ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებაც შესაძლებელია. წინასწარ სიფრთხილის ზომები გამოვიჩინეთ საკუთარი თავების დასაცავად და მოსამართლემ გვითხრა, რომ ყველაფერი კანონიერია.“
02:34 „სუპერლიგის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია მბაპეს და ჰოლანდის დონის ტრანსფერები გაჩარხო - არა რეალისთვის, ზოგადად.
🤯🤯🤯02:37 „სუპერლიგის გარეშე, ამ ზაფხულს იქნება 0 ახალი ტრანსფერი, მარტო ჩვენთვის კი არა, ყველა კლუბისთვის.“
02:40 „ანუ, მბაპეს ვერ შეიძენთ?
მე ეს არ მითქვამს, ეს უკვე შემდეგ სეზონს ეხება. ახლა კი, ჩვენ ამ სეზონზე ვსაუბრობთ.“
02:42 „ლა ლიგის პრეზიდენტის სიტყვები, რომ მე დაკარგული ვარ? ასეთ რაღაცებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ვფიქრობ, მისტერ ტებასი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც უნდა გადახედოს იმას, თუ როგორ მუშაობს საფეხბურთო ინდუსტრია.“
02:43 „ეს სიტუაცია ჩვენსა და პსჟ-ს ურთიერთობას ვერ გააფუჭებს, ჩვენ მეგობრები ვართ. მათ იციან, რაც მაქვს გაკეთებული ფეხბურთისთვის და მე პირადად ხალხში პატივისცემით ვსარგებლობ. წინსვლისკენ ბევრმა ადამიანმა მიბიძგა. „მას შემდეგ, რაც ტურნირი დაანონსდა, ბევრმა ადამიანმა დამირეკა, მომილოცა და წინსვლა მისურვა.“
02:48 „რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივება? კოვიდ 19-ის გამო, ფეხბურთელებს მსხვერპლზე წასვლა მოუწევთ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რამოსი მიყვარს, მაგრამ მისი გახანგრძლივება კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ გვიწევს, საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ ის დარჩეს, ის ჩემთვის შვილივითაა, რანაირად არ უნდა მინდოდეს მისი დარჩენა?
02:51 „როცა პრეზიდენტად მოვედი, „რეალი“ ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდიდა, ეს გალაქტიკოს მეშვეობით შევცვალეთ. ახლა კი ისევ უნდა შევცვალოთ, კოვიდის შემდგომ.“
02:55 „სოსიოსს (კლუბის წევრებს) ვკითხო, ეთანხმებიან თუ არა სუპერლიგის იდეას? ისიც ხომ არ ვკითხო, რომელი ფეხბურთელები სურთ, რომ ვიყიდო?“
02:57 „ამ ასაკშიც კი არ დავღლილვარ (74). მთელი ცხოვრებაა, გვიან ვიძინებ და ადრე ვდგები.“
02:58 „რეალის“ ფანები სულელები არ არიან. თუ ეტყვით, რომ იმ მატჩების ნაცვლად, რომლებსაც ახლა ვთამაშობთ, შუა კვირაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრებს უყურებენ, რა თქმა უნდა გაუხარდებათ.“
02:59 „რამდენია ჯარიმა იმ კლუბებისთვის, რომლებიც გავიდნენ? უკომენტაროდ.
გასვლის ჯარიმაზე მუშაობა ჯერ არ დაგვიწყია. ფორმალურად, ყველანი ისევ საქმეში არიან, ჯერ არავინ გასულა.“
03:00 „ჩელსის" ფანების პროტესტი? კი, ისინი 40 კაცი იყვნენ და თუ გინდათ, იმასაც გეტყვით, ვინ მიიყვანა ისინი იქ."
03:03 „მინდა, უეფას განათლებული პრეზიდენტი ჰყავდეს, რომელიც სხვას შეურაცხყოფას არ აყენებს და არ საუბრობს ისე, როგორც მან გუშინ ისაუბრა. ჩვენ დემოკრატიულ ევროპაში ვცხოვრობთ.“
03:07 „გასვლის ჯარიმა ჯერ არავის გადაუხდია, იმიტომ რომ ოფიციალურად არავინ გასულა. როცა გავლენ, რა თქმა უნდა, გადახდა მოუწევთ.“
03:10 „მინდა, რომ გამჭირვალეობა შემოვიდეს. NBA-ში, მოთამაშეების და მწვრთნელების ხელფასები ქვეყნდება, ასე უნდა იყოს ფეხბურთშიც. არასდროს მინახავს უეფას და ფიფას წარმომადგენელთა ხელფასები და მათ არავინ აკრიტიკებს.“
03:13 „ვინ მიიყვანა ჩელსის ფანები სტემფორდ ბრიჯზე საპროტესტოდ? იმავე ადამიანმა, ვინც ამაღამ „კადისს“ მაისურზე ანტი-სუპერლიგის ფრაზები დააწერა.
შემადგენლობის განახლება? მაგრამ რისთვის? ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. ამას თქვენი გუნდი უნდა აკეთებდეს (პასუხი ატლეტიკოს ჟურნალისტს)
03:16 „რაფაელ ვარანი? თუ ფეხბურთელს „რეალში“ არ სურს დარჩენა, შეუძლია წავიდეს!
ჩვენ როდრიგო გვყავს, ასენსიო. უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი. ახალგაზრდების შეძენა თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ზიდანს ჩემით არასდროს გავუშვებ.“
03:17 კლოპი სტადიონით იყო უკმაყოფილო? ვალდებებასზე და კიევში ერთნაირი შედეგი დაფიქსირდა: 3-1
03:20 „არამგონია, რომელიმე ფანმა თავი მოიკლავს, თუ ამ ზაფხულს მბაპეს ვერ შევიძენთ. მათ იციან, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია. და თუ ეს არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელია.“
03:22 „სადღეისოდ, სერხიო რამოსს რეალთან ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია და მეც არ ვიცი რატომ. სერხიო შვილივით მიყვარს, მაგრამ სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. ეს მანაც იცის და მეც.
ვერ წარმომიდგენია, რომ ზინედინ ზიდანი არ იყოს ამ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი. ტყუილია, რომ მისი გაშვება „შახტართან“ მატჩის შემდეგ მინდოდა.
მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება დიდი ხნის წინ შევათანხმეთ.“
03:24 ბარსელონას წევრების პოზიციაც კარგად ვიცი: 99% მათგანი ჩემპიონთა ლიგასა და სუპერლიგას შორის ამ უკანასკნელს აირჩევს. „პსჟ-ს" და „ბაიერნის" შემოერთება გარანტირებული არასდროს ყოფილა, მაგრამ მე მინდოდა, რომ ჩვენთან ყოფილიყვნენ."
03:27 „ახლა მხოლოდ სეზონის დახურვას ვცდილობთ. შეიძლება, ბენზემას გაყიდვა მოგვიწიოს, არ ვიცი... უბრალოდ მაგალთს ვამბობ.
03:30 „ინფორმაცია კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ შესაძლო დაბრუნებაზე მოდის მისი უახლოესი წრისგან, რეალურად არაფერი ხდება.“
03:36 „ნახევარფინალი არ შედგება? რატომ? არაფერი დაგვიშავებია საიმისო, რომ „ჩელსის“ წინააღმდეგ არ გვათამაშონ. მოსამართლესთან გავარკვიეთ და უკანონო არაფერი ჩაგვიდენია.“
03:37 „კალათბურთში, ევროლიგა შიდა ჩემპიონატთან ერთად თამაშდება, „ბაიერნიც“ ასე აკეთებს და ეს ნორმალურია. ფეხბურთი განსხვავებულია თუ რა? კალათბურთში არავინ არაფერს აპროტესტებს. იმ სპორტში სწორედ ევროლიგამ გადაგვარჩინა.“