ავტორიზაცია

კოშელნიმ მონაკოსთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო

კოშელნიმ მონაკოსთან მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო
თარიღი 22 აპრ 2021, 12:19

"ბორდოს" მცველმა, ლორან კოშელნიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში "მონაკოსთან" (0:3) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 35 წლის ფრანგმა მარცხენა ფეხის აქილევსის მყესი გაიწყვიტა.

არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვევა, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები.

მიმდინარე სეზონში კოშელნიმ ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.