ავტორიზაცია

მოურინიომ შეიძლება სელტიკი გაწვრთნას

მოურინიომ შეიძლება სელტიკი გაწვრთნას
თარიღი 22 აპრ 2021, 14:02

"ტოტენჰემის" ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შესაძლოა "სელტიკი" ჩაიბაროს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის პორტუგალიელი გლაზგოური კლუბის ახალი მწვრთნელის რანგში განიხილება.

24 თებერვალს, "სელტიკმა" ნილ ლენონი გაათავისუფლა და ამ დროისთვის, გუნდი უმწვრთნელოდაა.

მოურინიოს "პორტუ", "ჩელსი", "ინტერი", "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაუწვრთნია. ბოლოს პორტუგალიელი "ტოტენჰემს" ედგა სათავეში, სადაც 2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე მუშაობდა.