ავტორიზაცია

ქუთაისის ტორპედომ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ქუთაისის ტორპედომ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
თარიღი 22 აპრ 2021, 14:03

საქართველოს თასის 1/16 ფინალში მარტვილის "მერანმა" ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ქუთაისის "ტორპედო" ასპარეზობას გამოთიშა.

ამ მარცხის შემდეგ, ქუთაისელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიხეილ აშვეთია დაითხოვეს.

აშვეთიას გუნდიდან წასვლა უკვე დიდი ხანია განიხილება. "ტორპედო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ელიგის ამ სეზონში თამაში არ მოუგია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს "ტორპედოს" აშვეთიას წასვლის შემდეგ.

 

VIDEO: ორი პენალტი და ულამაზესი გასროლა - სამგურალმა იმერულ დერბიში ტორპედოს დაუქამბექა

VIDEO: "წყალტუბოდან დაუბერა ქარმააა!", - ულამაზესი გოლი სამგურალი-ტორპედოს მატჩში