ავტორიზაცია

ყველაფერი თავიდან იწყება - ვინ იქნება ტორპედოს ახალი მწვრთნელი?

ყველაფერი თავიდან იწყება - ვინ იქნება ტორპედოს ახალი მწვრთნელი?
თარიღი 22 აპრ 2021, 14:06

მოგეხსენებათ, მიხეილ აშვეთია საქართველოს თასზე განცდილი მარცხის შემდეგ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის აშვეთიას ამ თანამდებობაზე.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

სწორედ ჩხეტიანის დამსახურებაა ის წარმატებები, რასაც ქუთაისურმა კლუბმა ბოლო წლებში მიაღწია.

მისი ხელმძღვანელობით "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ქუთაისის ტორპედომ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

VIDEO: "წყალტუბოდან დაუბერა ქარმააა!", - ულამაზესი გოლი სამგურალი-ტორპედოს მატჩში