ავტორიზაცია

როჯერსი ტოტენჰემის შესაძლო გაწვრთნას გამოეხმაურა

როჯერსი ტოტენჰემის შესაძლო გაწვრთნას გამოეხმაურა
თარიღი 22 აპრ 2021, 14:14

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "ტოტენჰემის" შესაძლო გაწვრთნაზე კომენტარი გააკეთა.

"ეს ფეხბურთია, გარშემო ყოველთვის არის ჭორები თითოეულ ვაკანსიაზე, რომელიც ჩნდება. "ტოტენჰემი" ფანტასტიკური, დიდებული კლუბია, მაგრამ "ლესტერზე" ვარ კონცენტრირებული".

"ჩვენს პროექტზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს. სანამ ენერგია მაქვს და ვხედავ, რომ ეს გამოწვევა გრძელდება, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ჭორების გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ", - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Talksport.

მოგეხსენებათ, 19 აპრილს, "ტოტენჰემმა" ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება დაადასტურა, რომელიც კლუბში 2019 წლის ნოემბრიდან მუშაობდა.