ავტორიზაცია

არსენალი ბრაიტონის გოლკიპერის შესყიდვას გეგმავს

არსენალი ბრაიტონის გოლკიპერის შესყიდვას გეგმავს
თარიღი 22 აპრ 2021, 14:32

"არსენალი" "ბრაიტონის" გოლკიპერ მეტიუ რაიანის კონტრაქტის შესყიდვას აპირებს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ავსტრალიელის შეძენა "მეთოფეებს" 5 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

რაიანი "არსენალში" იჯარით 2021 წლის იანვარში გადავიდა. გოლკიპერმა ლონდონელთა რიგებში 13 მატცი ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბრაიტონის" საკუთრებაში მყოფი მეკარე 5,4 მილიონი ღირს.