მარსელი მზად არის გუნდის მცველი ლივერპულში გაუშვას
"მარსელი" მზად არის ზაფხულისთვის "ლივერპულთან" მცველ დუე ჩალეტ-ცარის ტრანსფერი განიხილოს, წერს RMC.
აღსანიშნავია, რომ გასულ ზამთარს ხორვატი მცველი მერსისაიდელთა რიგებში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
ჩალეტა-ცარმა მიმდინარე სეზონში "მარსელის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.
ცნობისთვის, ფრანგულმა კლუბმა ხორვატი მცველი 2018 წლის ზაფხულში "ზალცბურგიდან" 19 მილიონ ევროდ იყიდეს.