ავტორიზაცია

მარსელი მზად არის გუნდის მცველი ლივერპულში გაუშვას

მარსელი მზად არის გუნდის მცველი ლივერპულში გაუშვას
თარიღი 22 აპრ 2021, 14:47

"მარსელი" მზად არის ზაფხულისთვის "ლივერპულთან" მცველ დუე ჩალეტ-ცარის ტრანსფერი განიხილოს, წერს RMC.

აღსანიშნავია, რომ გასულ ზამთარს ხორვატი მცველი მერსისაიდელთა რიგებში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ჩალეტა-ცარმა მიმდინარე სეზონში "მარსელის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, ფრანგულმა კლუბმა ხორვატი მცველი 2018 წლის ზაფხულში "ზალცბურგიდან" 19 მილიონ ევროდ იყიდეს.