მორიგი კარგი მატჩი - გიორბელიძე ავსტრიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა
ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში "შტურმი" "ვოლფსბერგერს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
"ვოლსფბერგერის" ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
გიორბელიძემ 7.2 შეფასება მიიღო და 26-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელის "ვოლფსბერგერს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.
"დასარჩენად სხვაგან რომ წავსულიყავი, მოვიდოდა და წამიყვანდა" - გიორბელიძის ინტერვიუ
"გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, ემოციებს ვერ აღვწერ" - გიორბელიძე ევროპა ლიგაზე წარმატების შემდეგ