ავტორიზაცია

კვლავ უნგრულ კლუბში - ლაშა დვალმა ფერენცვაროშთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა

კვლავ უნგრულ კლუბში - ლაშა დვალმა ფერენცვაროშთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა
თარიღი 22 Apr 2021, 17:48

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა ფერენცვაროშთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, უნგრეთის ჩემპიონმა 25 წლის მცველთან ხელშეკრულების გაგრძელების ერთწლიანი ოფცია გამოიყენა. ახლა დვალს ფერენცვაროშთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ლაშა დვალი ფერენცვაროშს 2019 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და გუნდთან 2.5+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი. მას შემდეგ ქართველმა მცველმა უნგრულ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა.

მიმდინარე სეზონში ლაშა დვალმა ფერენცვაროშის მაისურით 24-ჯერ ითამაშა.

შედევრი - გულშემატკივარმა ფურცლისგან ხვიჩა კვარაცხელია გამოჭრა

"ფიგუ, როგორ გაუძელი ამ შეტევას?" - ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა