ავტორიზაცია

ლამაზი სანახაობა და შვიდი გოლი: ნაპოლიმ ლაციო უხვგოლიან დაპირისპირებაში გაანადგურა [VIDEO]

ლამაზი სანახაობა და შვიდი გოლი: ნაპოლიმ ლაციო უხვგოლიან დაპირისპირებაში გაანადგურა [VIDEO]
თარიღი 23 აპრ 2021, 01:40

იტალიის სერია ა-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

გატუზოს გუნდის რიგებშ გოლის გატანა ინსინიემ (2), პოლიტანომ, მერტენსმა და ოსიმჰენმა მოახერხეს, ინძაგის გუნდმა კი იმობილეს და მილინკოვიჩ-სავიჩის გოლებით უპასუხა.

აღნიშნული შეხვედრა პირდაპირი კონკურენტების დაპირისპირება იყო - 32 მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ 63 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულით ჩამორჩება, „ლაციო“ კი 58 ქულით მეექვსეა, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.