ავტორიზაცია

ორი ავტოგოლი, მესის დუბლი და ასისტი - ბარსელონამ კამპ ნოუზე ხეტაფე დაამარცხა [VIDEO]

თარიღი 23 აპრ 2021, 01:52

ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ „ხეტაფე“ 5:2 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში ლეო მესიმ უკვე მე-8 წუთზე გახსნა, თუმცა 12-ზე კლემან ლანგლემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 

ლანგლეს ავტოგოლს სტუმრებმა საკუთარი ავტოგოლით უპასუხეს - 28-ე წუთზე ჩახლამ საკუთარ კარში შეაგდო და „ბარსელონა“ კვლავ დააწინაურა. უკვე ხუთ წუთში, მესიმ დუბლი მიითვალა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

69-ე წუთზე ინტრიგა გაცოცხლდა, როცა უნალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა. 

თუმცა, 87-ე წუთზე ლეო მესიმ ახალგაზრდა არაუხოს გაატანინა, 90+3-ზე კი ანტუან გრიზმანმა პენალტი ზუსტად შეასრულა და „ბარსელონას“ გამანადგურებელი გამარჯვება გაუნაღდა.

ამრიგად, „ბარსამ“ 68 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს, თუმცა მეორეადგილოსან „რეალსა“ და ლიდერ „ატლეტიკოზე“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.