ავტორიზაცია

ხეტაფე ბარსელონას ნახევარმცველის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს

ხეტაფე ბარსელონას ნახევარმცველის კონტრაქტის შესყიდვას გეგმავს
თარიღი 23 აპრ 2021, 13:46

"ხეტაფეს" პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ "ბარსელონადან" იჯარით დამატებული ნახევარმცველის, კარლეს ალენიას შენარჩუნება უნდა.

"კმაყოფილები ვართ კარლოსის თამაშით და იმით, თუ რა სარგებელი მოაქვს მას ჩვენი გუნდისთვის. თუ "ბარსელონას" მომავალი წლისთვის ის არ სჭირდება და გაყიდვას აპირებს, მაშინ ვეცდებით შევინარჩუნოთ", - ციტირებს ტორესის სიტყვებს Sport.es.

ალენია "ხეტაფეში" 2021 წლის იანვარში "ბარსელონადან" იჯარის წესით გადავიდა.

23 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.