ავტორიზაცია

სამპაოლი: "იმედი გვაქვს, სეზონის დასრულების შემდეგ ტოვენი მარსელში დარჩება"

სამპაოლი: "იმედი გვაქვს, სეზონის დასრულების შემდეგ ტოვენი მარსელში დარჩება"
თარიღი 23 აპრ 2021, 14:02

"მარსელის" მთავარ მწვრთნელს, ხორხე სამპაოლის იმედი აქვს, რომ გუნდის თავდამსხმელი, ფლორიან ტოვენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს არ დატოვებს.

"იმედი გვაქვს, ფლორიანი ჩვენთან მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ გადაწყვეტილება მან და მისმა აგენტმა უნდა მიიღონ. სპორტული თვალსაზრისით, ვიმედოვნებთ, ტოვენი არსად არ წავა", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

2020/21 წლების სეზონში ტოვენმა "მარსელის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

ცნობისთვის, 28 წლის ფრანგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა კლუბთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იგი "მილანთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს.