ავტორიზაცია

ბარნლი შალკეს ნახევარმცველს უმიზნებს

ბარნლი შალკეს ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 23 აპრ 2021, 14:32

"შალკეს" ნახევარმცველმა, ნაბილ ბენტალებმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ალჟირელი "ბარნლის" სურს, რომელიც ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს.

მოგეხსენებათ, გელზერკირხენული კლუბი მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით მეორე ბუნდესლიგაში გავარდა.

ამ სეზონში ბენტალებმა "შალკეს" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო.