ავტორიზაცია

რომამ თვალი საუთჰემპტონის მცველს დაადგა

რომამ თვალი საუთჰემპტონის მცველს დაადგა
თარიღი 23 აპრ 2021, 14:37

"საუთჰემპტონის" მცველმა, იანიკ ვესტერგორმა კარიერა შეიძლება იტალიაში გააგრძელოს, წერს Tuttomercatoweb.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის დანიელისთვის "რომა" იბრძვის, რომელიც კონკურენციას "ტოტენჰემსა" და "იუვენტუსს" გაუწევს.

მიმდინარე სეზონში ვესტერგორმა 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "წმინდანების" უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 18 მილიონი ევროა.