ავტორიზაცია

ასტონ ვილაში დაადასტურეს: კლუბი ჩელსის ნახევარმცველის კონტრაქტს არ შეისყიდის

ასტონ ვილაში დაადასტურეს: კლუბი ჩელსის ნახევარმცველის კონტრაქტს არ შეისყიდის
თარიღი 23 აპრ 2021, 14:42

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, დინ სმიტმა განაცხადა, რომ მისი კლუბი "ჩელსიდან" იჯარით დამატებული ნახევარმცველის, როს ბარკლის კონტრაქტს არ შეისყიდის.

"როსი იჯარით სეზონის დასაწყისში გადმოვიდა. შევთანხმდით, რომ ეს მხოლოდ არენდა იქნებოდა".

"ბარკლის "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა არ განგვიხილავს", - ციტირებს სმიტის სიტყვებს Mirror.

ბარკლი "ასტონ ვილაში" იჯარის წესით 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. მის ანგარიშზე ბირმინგემელთა რიგებში ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 4 ბურთი და გაკეთებული 1 შედეგიანი პასია.