ავტორიზაცია

ხედირამ კარიერა შეიძლება ლა ლიგის კლუბში გააგრძელოს

ხედირამ კარიერა შეიძლება ლა ლიგის კლუბში გააგრძელოს
თარიღი 23 აპრ 2021, 14:47

"ჰერტას" ნახევარმცველი, სამი ხედირა შესაძლოა "ბეტისში" გადავიდეს, წერს TodoFichajes.

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურ კლუბს 34 წლის გერმანელის აგენტთან შესაძლო ტრანსფერზე კონტაქტი უკვე ჰქონდა.

ხედირა "ჰერტაში" 2021 წლის თებერვალში "იუვენტუსიდან" გადავიდა.

გამოცდილმა ნახევარმცველმა ბერლინური კლუბის რიგებში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ხედირას "ჰერტასთან" 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.