ავტორიზაცია

დრაქსლერმა პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა

დრაქსლერმა პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა
თარიღი 23 აპრ 2021, 14:54

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, იულიან დრაქსლერი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, წერს Sport1-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის გერმანელი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

როგორც აღინიშნება, დრაქსლერი საკუთარ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ განაცხადებს.

გერმანელი ფეხბურთელი "პსჟ"-ს ღირსებას 2017 წლიდან იცავს. 2020/21 წლების სეზონში მან პარიზელთა რიგებში 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა დრაქსლერს ფრანგებთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.