ავტორიზაცია

საოცნებო და იდეალური სცენარი - იულიან ნაგელსმანი შესაძლოა მოულოდნელად პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

საოცნებო და იდეალური სცენარი - იულიან ნაგელსმანი შესაძლოა მოულოდნელად პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
თარიღი 23 აპრ 2021, 20:07

„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ახალი სეზონი შესაძლოა საზღვარგარეთ დაიწყოს.

ESPN-ს ერთ-ერთი ინსაიდერის ინფორმაციით, ნაგელსმანი ინგლისში ადრე „ტოტენჰემის“ დიდი გულშემატკივარი იყო. ამიტომ, ჟოზე მოურინიოს გაშვების შემდეგ, „დეზებში“ მისი დანიშვნა გერმანელისთვის საოცნებო და იდეალურად შესრულებული დამთხვევა იქნებოდა.

თუმცა, „ტოტენჰემს“ ნაგელსმანისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენციის გაძლება მოუწევს - 99%-იანი ალბათობით, ზაფხულში „ბაიერნს“ ჰანსი ფლიკი დატოვებს და რეკორდმაისტერს სწორედ ნაგელსმანის დაპატიჟება სურს გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.

19 აპრილს, „ტოტენჰემმა“ ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

პორტუგალიელთან ერთად, ბოლო 5 მატჩში, „ტოტენჰემმა“ 1 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა და ამდენჯერვე ფრე ითამაშა.