ავტორიზაცია

"ფეხბურთისთვის ძალიან კარგია", - ჰენდერსონმა სუპერლიგის ჩაშლის მთავარი მიზეზი დაასახელა

"ფეხბურთისთვის ძალიან კარგია", - ჰენდერსონმა სუპერლიგის ჩაშლის მთავარი მიზეზი დაასახელა
თარიღი 23 აპრ 2021, 23:45

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ევროპის სუპერლიგის ჩაშლის მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.

„კარგია, რომ „ლივერპული“ სუპერლიგის წევრებს შორის აღარ არის, ამჟამინდელი კონცეფცია კი ჩამოისხმვრა. ფეხბურთისთვის ეს დიდებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენმა მფლობელებმა, ჯონ ჰენრის სახით ბოდიში მოიხადეს. ხალხი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელმძღვანელობა „ლივერპულისთვის“ საუცხოო რაღაცებს აკეთებს. შეიძლება ამას არ ეთანხმებოდეთ და მე თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მოსაზრება ამ ხალხთან მუშაობის გამოცდილებამ გამოიწვია.

მეორე მხრივ, კლუბისთვის ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი ურთიერთობა გულშემატკივრებთან - მყარდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ, რომელიც წარმატების მიღწევისთვის იყო აუცილებელი და რომლითაც ბოლო რამდენიმე სეზონია ვტკბებით. გულშემატკივრებთან კარგი კავშირი არის უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

2020 წლის მარტის შემდეგ, ჩვენი ქომაგები ძალიან გვენატრება. იმედია, არასდროს არ ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც მხარდაჭერას ჩვეულებრივ ამბავად ვიღებდი, ამგრამ ახლა, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე, ვაფასებ ჩვენს გულშემატკივრებს. მათ გარეშე, პროფესიონალური ფეხბურთი არაფერს არ ნიშნავს.

ამ სუპერლიგის სიტუაციას ერთი დადებითი ფაქტი თუ აქვს რაიმე, არის ის, რომ ჩვენი ქომაგების სიძლიერე მთლიანად გამოჩნდა. ჩვენი გუნდის ამ ტურნირზე უარის თქმა თქვენი გამარჯვება იყო - თქვენ დაამტკიცეთ, რომ ვერ იქნებით დაიგნორირებულები.

ბოლო 12 თვე ყველასთვის ძალიან მძიმე იყო და არ მინდა გარისკვა, ვინარჩუნებ იმედს და მოლოდინს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა კორონავირუსი კვლავაც უამრავ პრობლემას გვიქმნის. თუმცა აშკარაა, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვადგავართ გზას, რომელიც სტადიონებზე გულშემატკივრებს დააბრუნებს. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც ჩემთვის სიხარული მოაქვს, ასეთი რთული კვირის შემდეგაც კი. - აღნიშნა ჰენდერსონმა.