ავტორიზაცია

რეალი და ბარსელონა ახალი უეინ რუნისთვის იბრძოლებენ

რეალი და ბარსელონა ახალი უეინ რუნისთვის იბრძოლებენ
თარიღი 24 აპრ 2021, 15:56

„ლიდს იუნაიტედის“ თავდამსხმელი, ჯო ჯელჰარდტი, რომელსაც ნისლიან ალბიონზე „ახალ უეინ რუნის“ ეძახიან, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, 18 წლის ბრიტანელი ფეხბურთელით „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან.

ჯელჰარდტი „ლიდსის“ ძირითად გუნდში ირიცხება, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. ზაფხულში, ჯოს 19 წელი შეუსრულდება, Transfermarkt კი მას 1.3 მილიონ ევროდ აფასებს.