ავტორიზაცია

ვენგერი: "მთელი ევროპა პრემიერ ლიგის განადგურებაზე ოცნებობს, ინგლისელები კი ამას თავადვე აკეთებდნენ"

ვენგერი: "მთელი ევროპა პრემიერ ლიგის განადგურებაზე ოცნებობს, ინგლისელები კი ამას თავადვე აკეთებდნენ"
თარიღი 24 აპრ 2021, 16:48

„არსენალის“ ექს-მთავარმა მწვრთნელმა და ამჟამად ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების მეთაურის თანამდებობაზე მომუშავე არსენ ვენგერმა, სუპერლიგის პროექტის შეჩერებაზე ისაუბრა.

„ის მკვდარშობილი იყო. თავიდანვე არ მჯეროდა, რომ ამუშავდებოდა. ყველაზე უცნაური აქ ინგლისელების საქციელი მეჩვენება. ევროპაში ყველა პრემიერ ლიგის განადგურებაზე ოცნებობს, ინგლისში კი ამას თავადვე აკეთებენ.

ვერ ვხედავ აქ ვერანაირ რაციონალურობას, იმიტომ რომ ინგლისმა ბრექსიტს დაუჭირა მხარი, ახლა კი სუპერლიგის შექმნა მოუნდათ. ინგლისელებს მსოფლიოში საუკეთესო ლიგა აქვთ, რომელსაც სუპერლიგა 100%-ით გაანადგურებდა.

ევროპაში სპორტული კულტურის საფუძველი არის ის, რომ უმაღლესი დონის ტურნირებზე გასვლა შენი შედეგებიდან გამომდინარე შეგიძლია. ვერ ვხვდები, ვინ ან როგორ გადაწყვიტა, რომ ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროტურნირებზე გასვლის კავშირის შეწყვეტა შეიძლებოდა გულშემატკივრებს კარგად მიეღოთ.

რაოდენო დილეტანტურად გამოიყურებოდა ეს პრეზენტაციებზე, მომზადების დროს. ამაღელვებელია, როგორ იმართება დღეს ტოპ-კლუბები. ეს ამ კლუბებისთვის სწრაფი ფინანსური სარგებლის მომტანი გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას ტოვებს.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს The Telegraph.