ავტორიზაცია

ჩელსის 23 წლის ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ჩელსის 23 წლის ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
თარიღი 24 აპრ 2021, 17:14

ზაფხულში, ლონდონის „ჩელსის“ ინგლისელი ფორვარდი, ტემი აბრაჰამი, კლუბს შეიცვლის.

Football Insider-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტი „ვულვერჰემპტონია“.

თუმცა, მგლებს აბრაჰამისთვის ბრძოლაში „ლესტერის“ და „ასტონ ვილას“ კონკურენციის გაძლება მოუწევთ.

Transfermarkt აბრაჰამს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ამ სეზონში ფეხბურთელი მოედანზე 30-ჯერ გავიდა და 12 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.