ავტორიზაცია

სამტრედიამ თელავს მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია [VIDEO]

თარიღი 24 აპრ 2021, 18:04

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ერთმანეთს "სამტრედია" და "თელავი" დაუპირისპირდნენ.

არც ერთი და არც მეორე გუნდი მოგებებით განებივრებული არ არის და ცხრილის ბოლო პოზიციაზე არიან.

"სამტრედიამ" თამაში აქტიურად დაიწყო და 34-ე წუთზე ჯუნიორის გოლით დაწინაურდა.

37-ე წუთზე მესიაჩენკოს ჩაწოდებას ბერიაშვილის ავტო-გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმის სტარტზე კახელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.