VIDEO: კვერკველიას ავტოგოლი ზენიტთან მატჩში
რუსეთის პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ეგიდით, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" "როტორს" მასპინძლობს.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 1:0-ია, მასპინძელთა სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლი პირველი ნახევრის მიწურულს გავიდა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე, საქართველოს ნაკრებისა და "როტორის" მცველმა, საბა კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ცნობისთვის, "როტორი" რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-18 პოზიციაზეა, 18 ქულით.