ავტორიზაცია

ბაიერნსა და მანჩესტერს ნორვიჩის მცველი სურთ, მაგრამ ფავორიტი სხვა გუნდია

ბაიერნსა და მანჩესტერს ნორვიჩის მცველი სურთ, მაგრამ ფავორიტი სხვა გუნდია
თარიღი 24 აპრ 2021, 18:51

"ევერტონი" "ნორვიჩის" მცველ მაქს აარონსისთვის ბრძოლაში ლიდერია, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 21 წლის ინგლისელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და დასკვნით ეტაპზეა.

აღინიშნება, რომ ახალგაზრდა უკანახაზელის ხელში ჩაგდება "ბაიერნსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.

2020/21 წლების სეზონში აარონსმა "ნორვიჩის" რიგებში 44 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, მცველის სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.