ავტორიზაცია

ევერტონის ფორვარდმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს

ევერტონის ფორვარდმა კარიერა შესაძლოა თურქეთში გააგრძელოს
თარიღი 24 აპრ 2021, 19:03

"ევერტონის" თავდამსხმელი, ჯოშუა კინგი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქული კლუბი მზად არის 29 წლის ნორვეგიელს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც აღინიშნება, ინგლისური კლუბი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, რომლის ვადაც 2021 წლის ივნისის ბოლოს იწურება.

კინგი "ევერტონში" "ბორნმუთიდან" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა და ამ დროის განმავლობაში "კანფეტების" რიგებში 9 მატჩი ჩაატარა.