ავტორიზაცია

ნიუკასლი არსენალის ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

ნიუკასლი არსენალის ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
თარიღი 24 აპრ 2021, 19:06

"ნიუკასლი" "არსენალიდან" იჯარით დამატებული ნახევარმცველის, ჯო უილოკის შესყიდვასთან ახლოსაა, წერს The Telegraph.

გავრცელებული ინფორმაციით, "კაჭკაჭებს" 21 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

უილოკი "ნიუკასლს" "მეთოფეთა" რიგებიდან იჯარის წესით ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

Transfermarkt.com-ის ვერსიით, უილოკის სატრანსფერო ღირებულება 14,4 მილიონ ფუნტს შეადგენს.