ავტორიზაცია

ბოლო წამებზე დაკარგული უმნიშვნელოვანესი ქულები — ლივერპულმა ენფილდზე ნიუკასლს ვერ მოუგო [VIDEO]

ბოლო წამებზე დაკარგული უმნიშვნელოვანესი ქულები — ლივერპულმა ენფილდზე ნიუკასლს ვერ მოუგო [VIDEO]
თარიღი 24 აპრ 2021, 19:29

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" შინაურ კედლებში "ნიუკასლს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-3 წუთზე, "კაჭკაჭების" კარი მერსისაიდელთა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა აიღო.

იურგენ კლოპის შეგირდებმა შეხვედრის მიმდინარეობისას არაერთი მომენტი გაანიავეს, რის გამოც 95-ე წუთზე დაისაჯნენ - ჯოსეფ უილოკმა წონასწორობა აღადგინა და "ნიუკასლს" ქულა გადაურჩინა.

ამ მატჩის შემდეგ, "ლივერპული" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-6 ადგილს იკავებს და ოთხეულისთვის ბრძოლაში საქმე კიდევ უფრო გაირთულა. "ნიუკასლი" კი 36 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა