ავტორიზაცია

ჰოლანდის დუბლი — კაცნაკლულმა დორტმუნდმა სტუმრად ვოლფსბურგს მოუგო და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

ჰოლანდის დუბლი — კაცნაკლულმა დორტმუნდმა სტუმრად ვოლფსბურგს მოუგო და ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
თარიღი 24 აპრ 2021, 19:56

გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" "ვოლფსბურგს" ესტუმრა.

აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 0:2.

ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა კარი ერლინგ ჰოლანდმა აიღო. პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

59-ე წუთზე, ბორუსიელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

მიუხედავად 10 კაცით დარჩენისა, საბოლოო შედეგი მაინც "დორტმუნდმა" დააფიქსირა - 68-ე წუთზე, ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ბორუსიელები ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, "ვოლფსბურგი" კი 57 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა