ავტორიზაცია

ლიონი იუვენტუსის მცველის კონტრაქტის შესყიდვაზე მუშაობს

ლიონი იუვენტუსის მცველის კონტრაქტის შესყიდვაზე მუშაობს
თარიღი 24 აპრ 2021, 20:01

"ლიონი" "იუვენტუსიდან" იჯარით დამატებული მცველის, მატია დე შილიოს კონტრაქტის შესყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერი ფრანგულ კლუბს 3 მილიონი ევრო დაუჯდება.

როგორც აღინიშნება, თავად იტალიელ ფეხბურთელსაც სურს "ლიონში" დარჩენა.

დე შილიო "ლიონში" არენდით 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა. 28 წლის უკანახაზელმა ამ დროის განმავლობაში 29 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.