ავტორიზაცია

VIDEO: კაშიამ ლოკომოტივს ამჯერად ვერ უშველა, თბილისურ დერბიში საბურთალომ იმარჯვა

თარიღი 24 აპრ 2021, 20:03

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გაიმართა თბილისური დერბი "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის.

გამარჯვებული გამოვიდა "საბურთალო", რომელმაც მოწინააღმდეგე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0). ერთადერთი გოლი გაიტანა იური ტაბატაძემ, რომელმაც გოლის გატანის მომენტში ორთაბრძოლაში გურამ კაშიას აჯობა.

"ლოკომოტივი" და "საბურთალო" 14-14 ქულით ამ დროისთვის იკავებენ 4-5 ადგილებს და ლიდერს, მეზობელ "დინამოს" 8 ქულით ჩამორჩებიან.

VIDEO: შეცდომა და ულამაზესი საგოლე გადაცემა - შუქურამ და დილამ ფრე ითამაშეს

სამტრედიამ თელავს მოუგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია