ავტორიზაცია

აიაქსმა ვიტესის 37 წლის გოლკიპერი დაიმატა

აიაქსმა ვიტესის 37 წლის გოლკიპერი დაიმატა
თარიღი 24 აპრ 2021, 20:04

"აიაქსმა" "ვიტესის" გოლკიპერის, რემკო პასვერის ტრანსფერი დაადასტურა.

37 წლის ჰოლანდიელი კლუბს 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ამსტერდამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გამოცდილი კარის დარაჯი "აიაქსთან" 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს.

2021 წლის თებერვალში ამსტერდამელთა ძირითადი კიპერი, ანდრე ონანა ანტიდოპინგური წესის დარღვევის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.