ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონის მწვრთნელმა ტოტენჰემის შესაძლო გაწვრთნაზე განცხადება გააკეთა

ვულვერჰემპტონის მწვრთნელმა ტოტენჰემის შესაძლო გაწვრთნაზე განცხადება გააკეთა
თარიღი 24 აპრ 2021, 20:07

"ვულვერჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ "ტოტენჰემის" მხრიდან არსებულ ინტერესზე გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"ვულვერჰემპტონთან" კონტრაქტი მაკავშირებს, რომელიც სექტემბერში გავაფორმე", - ამბობს "მგლების" თავკაცი.

"ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვინარჩუნებ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Mirror.

14 აპრილს დაიწერა, რომ ეშპირიტუ სანტუმ შესაძლოა "ტოტენჰემი" ჩაიბაროს, საიდანაც აქამდე ჟოზე მოურინიო დაითხოვეს.