ავტორიზაცია

ჩელსიმ სტუმრად ვესტ ჰემს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და ოთხეულში დამკვიდრდა [VIDEO]

ჩელსიმ სტუმრად ვესტ ჰემს უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო და ოთხეულში დამკვიდრდა [VIDEO]
თარიღი 24 აპრ 2021, 22:59

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "ვესტ ჰემმა" შინაურ კედლებში "ჩელსის" უმასპინძლა.

ლონდონური დერბი "არისტოკრატთა" გამარჯვებით დასრულდა - 0:1.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა - 43-ე წუთზე, "ჩაქუჩების" კარი ტიმო ვერნერმა აიღო.

აღსანიშნავია, რომ 81-ე წუთზე, მასპინძლებს მცველი, ფაბიან ბალბუენა გაუძევეს, რომელმაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ჩელსი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 58 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, "ვესტ ჰემი" კი 55 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა