ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი ლაციოსთან?

ითამაშებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი ლაციოსთან?
თარიღი 25 აპრ 2021, 16:44

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ აღნიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდს „ლაციოსთან“ მატჩში ვერ დაეხმარება.

„ზლატანი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, მაგრამ „ლაციოსთან“ მატჩისთვის მზად ვერ იქნება. შესაძლოა, მისი დაბრუნება „ბენევენტოსთან“ შედგეს. 

შეტევაში დადგებიან ან მანჯუკიჩი, ან ლეაუ. მარიო თავს კარგად გრძნობს და ყველა საჭირო თვისება გააჩნია საიმისოდ, რომ გუნდს საჯარიმოში დაეხმაროს.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.

სერია ა-ს 33-ე ტურის მატჩი „ლაციო“ – „მილანი“ ხვალ, 26 აპრილს, რომის სტადიონ „ოლიმპიკოზე“ გაიმართება.