ავტორიზაცია

უგოლო ფრე - ლიდსმა და იუნაიტედმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

უგოლო ფრე - ლიდსმა და იუნაიტედმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს
თარიღი 25 აპრ 2021, 19:02

პრემიერ ლიგის 33-ე ტურში „ლიდსმა“ და „მან.იუნაიტედმა“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

შეხვედრა მანკუნიანელთა სტატისტიკური უპირატესობით გაიმართა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.

მიუხედავად ქულების დაკარგვისა, „იუნაიტედს“ 66 ქულა აქვს და მეორე ადგილს დამაჯერებლად ლიდერობს - მესამე პოზიციაზე მყოფი „ლესტერი“ 7 ქულით უკანაა.

„ლიდსი“ კი 46 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.