ავტორიზაცია

ეშლი იანგი ზაფხულში შეიძლება უოტფორდში დაბრუნდეს

ეშლი იანგი ზაფხულში შეიძლება უოტფორდში დაბრუნდეს
თარიღი 25 აპრ 2021, 19:24

"ინტერის" ნახევარმცველი, ეშლი იანგი ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, იანგთან კონტრაქტის გაფორმება "უოტფორდს" სურს, რომელიც გუშინ პრემიერ ლიგაში ოფიციალურად დაბრუნდა.

"ონავრებმა" ჩემპიონშიპის 44-ე ტურის მატჩში "მილუოლი" 1:0 დაამარცხეს. ასე და ამგვარად, გუნდს, რომელსაც სათავეში თბილისის "დინამოს" ექს-თავკაცი, ჩისკო მუნიოსი უდგას, სატურნირო ცხრილში 88 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილი გაინაღდა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში იასპარეზებს.

35 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.