ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩი ლაციოსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს

იბრაჰიმოვიჩი ლაციოსთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს
თარიღი 25 აპრ 2021, 19:31

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს 33-ე ტურში "ლაციოსთან" გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

"ზლატანი თავს შედარებით უკეთესად გრძნობს, მაგრამ ხვალ მზად არ იქნება. იგი მომდევნო მატჩში დაბრუნდება - "ბენევენტოსთან", - ციტირებს სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, აქამდე, 39 წლის შვედმა სუპერვარსკვლავმა "როსონერისთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.