ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონმა თვალი ჩელსის თავდამსხმელს დაადგა

ვულვერჰემპტონმა თვალი ჩელსის თავდამსხმელს დაადგა
თარიღი 25 აპრ 2021, 19:49

"ვულვერჰემპტონი" "ჩელსის" თავდამსხმელ ტემი აბრაჰამისადმი იჩენს ინტერესს, იტყობინება Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, "მგლები" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 23 წლის ინგლისელისთვის ბრძოლაში "ასტონ ვილას" და "ვესტ ჰემს" გაუწევს კონკურენციას.

2020/21 წლების სეზონში აბრაჰამმა "არისტოკრატთა" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ჩელსის" ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.