ავტორიზაცია

მორიგი სენსაცია: დინამო ბათუმმა აუტსაიდერ ტორპედოს ვერ მოუგო [VIDEO]

თარიღი 25 აპრ 2021, 20:10

ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ერთმანეთს "დინამო ბათუმი" და "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.

39-ე წუთზე ანგარიში ბენჟამინ ტეიდმა ულამაზესი დარტყმით გახსნა.

მეორე ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გაიტანეს.

ამისთვის კი ისინი დაისაჯნენ და 78-ე წუთზე გოლი გაუშვეს. თავი ქაფიანიძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

მიუხედავად ფრისა, "ტორპედო" მაინც ბოლო ადგილზეა, ბათუმი კი მეორე პოზიციას იკავებს.