ავტორიზაცია

გადაწყვეტილია - კახა ჩხეტიანი ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება

გადაწყვეტილია - კახა ჩხეტიანი ქუთაისის ტორპედოში ბრუნდება
თარიღი 25 აპრ 2021, 20:25

1.5-წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისს ლეგენდარული მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი უბრუნდება.

Goal.Ge-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კონტრაქტი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

43 წლის სპეციალისტის სახელს უკავშირდება ქუთაისის ტორპედოში ბოლო წლების ყველა წარმატება - გუნდმა ჩხეტიანთან ერთად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი 2016-2019 წლებში.

ეროვნული ლიგის 10 ტურის შემდეგ ქუთაისის ტორპედო 6 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ყუმბარისებული დარტყმა - ბათუმის დინამოს ულამაზესი გოლი ტორპედოს კარში

გაძევება გოლის აღნიშვნისთვის - კურიოზული მომენტი ეროვნულ ლიგაში